ახალი ამბები

2016-02-16 

სსე-ის სათაო ოფისში საკონსულტაციო შეხვედრები გაიმართა

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში“ მიმდინარეობს SCADA-ს (Supervisory Control and Data Acquisition) სისტემის განახლების პროექტი. პროექტის ფარგლებში, სსე-ის სათაო ოფისში მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი საკონსულტაციო კომპანიის „PricewaterhouseCoopers“-ის, SIEMENS-ის და ALSTOM-ის წარმომადგენლების და სსე-ს მენეჯმენტის ერთობლივი სამუშაო შეხვედრები გაიმართა. SCADA-ს პროგრამული უზრუნველყოფის შესახებ პრეზენტაციები გამართეს SIEMENS-ის და ALSTOM-ის რეგიონალურმა მენეჯერებმა და ტექნიკურმა ექსპერტებმა: ბერნარდ ბუშნერმა, ლუდვიგ კერმაერმა, რუსლან ბარბრამ და ფილიპ როზემ.

აღნიშნული პროექტის განხორციელებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს სსე-ის განვითარებისთვის. SCADA-ს (Supervisory Control and Data Acquisition) სისტემის გამოყენებით, სსე-ის ეროვნულ სადისპეტჩერო ცენტრში ხორციელდება ქვესადგურებიდან შემოსული მონაცემების გაზომვა, მონიტორინგი, ქვესადგურების დისტანციური მართვა და ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ქვეყნის ენერგომომარაგების შესახებ მმართველობითი გადაწყვეტილებების მიღება.

„განახლებული ქვესადგურები, პირველადი და მეორადი მოწყობილობები, საკომუნიკაციო სისტემები, რომლებიც სსე-ის არსებულ და ახალ ქვესადგურებში ინერგება, საჭიროებს უფრო მეტი მოცულობის ინფორმაციის მიმოცვლას და უფრო დახვეწილ პროგრამულ უზრუნველყოფას. მსგავსი ტიპის შეხვედრები აუცილებელია, დისპეტჩერიზაციის პროცესი კიდევ უფრო მოქნილი, სისტემა კიდევ უფრო საიმედო და მდგრადი გახდეს.” – განაცხადა „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მმართველთა საბჭოს თავმჯდომარემ სულხან ზუმბურიძემ.

მსგავსი ტიპის საკონსულტაციო შეხვედრები „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“-ში მომავალშიც გაგრძელდება.

SCADA-ს პროგრამის განახლება 2018 წლის ბოლოს დასრულდება.

Consultation Meetings Held at GSE Premises1Consultation Meetings Held at GSE Premises2Consultation Meetings Held at GSE Premises3

კომუნიკაცია