ახალი ამბები

2016-08-04 

სსე-ის სასწავლო ცენტრის კურსდამთავრებულები კომპანიაში დასაქმდნენ

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ინჟინერთა სწავლება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსი სტუდენტთა კიდევ ერთმა ჯგუფმა დაასრულა, რომელსაც პრაქტიკული და თეორიული მეცადინეობების კურსი ერთი წლის განმავლობაში უტარდებოდა. 13 კურსდამთავრებული სსე-ის სხვადასხვა რეგიონალურ ქსელში, დეპარტამენტსა და ქვესადგურში დასაქმდა.

დაჯილდოების ცერემონიაზე, სასწავლო ცენტრის კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები სსე-ის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარემ სულხან ზუმბურიძემ გადასცა.

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა” აღნიშნულ პროგრამას 2005 წლიდან ახორციელებს. ამ პერიოდის განმავლობაში, პროგრამა გაიარა 160-მა სტუდენტმა, საიდანაც სსე-ში დასაქმდა 112 კურსდამთავრებული.

სსე-ის სასწავლო ცენტრი სტუდენტთა ახალ ნაკადს 2016 წლის სექტემბერში მიიღებს.

GSE Has Employed Training Center Graduates1

კომუნიკაცია